სამართალი
„ქუთათელაძემ მითხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა“ - დავით ბლუაშვილი

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილის დავით ბლუაშვილის განცხადებით, სოსო ქუთათელაძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.
როგორც ბლუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის უთანხმოება ბაზრის ფართობზე იყო.
მე მქონდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ქუთათელაძესთან. თვეში დაახლოებით ერთხელ-ორჯერ ვხვდებოდი, ძირითადად, ბაზრის საქმეზე. იქ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფლობს ფართს და ამ ფართთან დაკავშირებით თუ დამჭირდებოდა, მეხმარებოდა ამაში. ბოლოს როდესაც შევხვდი, რაც მისგან მოვისმინე, კონფლიქტი ჰქონდა ჭანტურიასთან. ეს ეხებოდა რაღაც ადგილების დავას. ვიცი, რომ სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით”, – განაცხადა ბლუაშვილმა.
მისი თქმით, ქუთათელაძემ უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან ”გააგდო კიდეც”.
მისივე განცხადებით, ის გამოძიებამ დაჰკითხა.
გამოძიებას აინტერესებდა, თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში”, – განაცხადა ბლუაშვილმა.
რუსთავში, .. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლული იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. შსს- ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გაათავისუფლეს.