პოლიტიკა
შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს ჯერჯერობით არ ემუქრება - დაამშვიდა თანამოქალაქეები ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. პირველ არხთან საუბარში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ
ევროკავშირის კომისიაში 20 დეკემბრის ანგარიშს განიხილავენ, თუმცა ეს საქართველოს არ ეხება.
მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება. ამის ალბათობა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა, ზოგადად, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.