აქტუალური
BBG Watch - „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროს „რუსთავი 2“-თან პარტნიორობას აიძულებს

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ორგანიზაცია BBG Watch ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს.
BBG Watch-ის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამგვარად „რადიო თავისუფლება“ საქართველოში ნდობას დაკარგავს.
რუსთავი 2“ მრავალი ქართველის მიერ აღიქმება, როგორც ყოფილი მმართველი პარტიისერთიანი ნაციონალური მოძრაობისადა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალება“, – ნათქვამია BBG Watch-ის ინფორმაციაში.
როგორც BBG Watch წერს, ქართული ბიუროს „რუსთავი 2“-თან და სხვა ლოკალურ ქართულ არხთან თანამშრომლობის მცდელობის უკან „რადიო თავისუფლების“ ვიცე-პრეზიდენტი და პროგრამირების მთავარი რედაქტორი ნენად პეჟიჩი დგას.
BBG Watch-ის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს თანამშრომლები თავიანთი ოფისის დირექტორს დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ბიუროს ჟურნალისტებმა მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს ანუ BBG Watch-ის დირექტორს ჯონ ლენსინგსა და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს წერილი მისწერეს, სადაც ჩივიან, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენეტის მხრიდან ზეწოლასა და უსამართლო მოპყრობას განიცდიან.
ჟურნალისტების თქმით, ღია და კოლეგიალური დისკუსიების ნაცვლად, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიურო სისტემატურად ხდება საქართველოში გარკვეული „მედია ექსპერტების“ არაგამჭვირვალე კრიტიკის სამიზნე.
BBG Watch აღნიშნავს, რომ მართვის ამგვარი სტილი უფრო დამახასიათებელია ყოფილი იუგოსლავიისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებისთვის და არა - ამერიკელი გადამხდელების მიერ დაფინანსებული „რადიო თავისუფლებისთვის“.
BBG Watch-ის ინფორმაციით, ქართული ბიუროს დირექტორზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მან თანამდებობა დატოვოს.