საზოგადოება
სამოქალაქო სექტორი ამერიკის საელჩოს პეტიციით მიმართავს

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 23 არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოსთან ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ სტივ რასელის ინიციატივას ქართველი ოლიგარქების მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე, რაც ვიზების შეჩერებასა და ანგარიშების დაყადაღებასაც ითვალისწინებს.
სამოქალაქო სექტორი ამერიკის საელჩოს პეტიციით მიმართავს და ამერიკელ კონგრესმენს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.