სამართალი
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შედეგად სამი მუშა დაშავდა

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით,  ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.
შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.