რელიგია
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი ნათლულები დალოცა

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი ნათლულები დალოცა და მრევლს ქადაქებით მიმართ.
გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. მადლობა უფალს, ქრისტიანობა ეს არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში. ვლოცავ მშობლებს, ოჯახის წევრებს, უპირველეს ყოვლისა სულიერ შვილებს, რომლებიც დღეიდან პატრიარქის ნათლულები არიან.ძალა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ,- აღნიშნა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ილია მეორის ნათლული 708 ბავშვი გახდა. დღეისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 33 894 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პირველად პატრიარქის ინიციატივითსაყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.