აქტუალური
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. მოკლულის ახლობლებმა წერილი გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვენ. წერილი სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები თანხას აგროვებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში და დავით კანდელაკის გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია.
31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში იპოვეს მოკლული. მასთან ერთად იპოვეს 30 წლის ამერიკელი მამაკაცის ჯოშუა რაისის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული. დავით კანდელაკს მეუღლე და ტყუპი შვილი დარჩა.