პოლიტიკა
აშშ-მა კიდევ ერთხელ აღიარა რუსეთის სამხედრო უპირატესობა და მაგალითად დაასახელა რუსული იარაღი, რომელიც აშშ-ს არ აქვს

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. „რუსული საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი „პანცირ-ს“ იდეალური იარაღია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასირებული თავდასხმების მოსაგერიებლად. აშშ-ს მსგავსი არაფერი აქვს“, - იუწყება ამერიკული გამოცემა National Interest.
როგორც მასალაშია აღნიშნული, სირიაში რუსი სამხედროების მოქმედებისას ამ კომპლექსებს არაერთხელ ჩამოუგდიათ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში მათ გაანადგურეს ორი რაკეტა, რომლებიც ბოევიკებმა რუსული ბაზა „ჰმეიმიმის“ მიმართულებით გაუშვეს. სტატიის ავტორის აზრით, ჟურნალისტები თითქმის არ განიხილავენ „პანცირ-ს“-ს მისი მოქმედების მცირე რადიუსის გამო, ვთქვათ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ისგან განსხვავებით.
ამერიკული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ „პანცირს“ შეუძლია, გაუმკლავდეს არა მხოლოდ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს, არამედ დაბლა მფრენ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებსაც. როგორც National Interest-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, კომპლექსი განლაგებულია სატვირთო ავტომანქანაზე, რაც მას სწრაფად და ადვილად გადაადგილების საშუალებას აძლევს. „პანცირს“ აქვს ორი 30-მილიმეტრიანი ზარბაზანი, რომელთაგან თითოეულს წამში 40-ჯერ შეუძლია გასროლა, და 12 საზენიტო რაკეტა.