საზოგადოება
ვლადიმერ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად 24 იანვარს მოსკოვში, წიგნის მაღაზია „მოსკვაში“ წიგნის „Высоцкий в Грузии“ პრეზენტაცია გაიმართება

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. დღემდე ამ თემას - იმდენადვე ვრცელს, რამდენადაც აუთვისებელს - არცერთი საგანგებო პუბლიკაცია არ მიძღვნია, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები ზოგიერთ გამოცემაში (რომლებიც, სამწუხაროდ, უზუსტობებით, შეცდომებითა და ინფორმაციული ხარვეზებით სცოდავს), და გაბნეული, არასისტემატიზებული ინტერვიუები.
წიგნისВысоцкий в Грузии“ ფურცლებზე პირველად არის თანმიმდევრულად მოთხრობილი, როდის და რა გარემოებებში ჩამოდიოდა ვლადიმერ ვისოცკი საქართველოში, ვის ხვდებოდა, სად გამოდიოდა, რა სიმღერები დაწერა. თვითმხილველები (რომელთაგან ბევრი შემდგენლებმა ვისოცკის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევის ისტორიაში პირველად გამოჰკითხეს) თავიანთ მოგონებებს გვიზიარებენ იმის შესახებ, პირველად როგორი დაინახეს და სამუდამოდ დაამახსოვრდათ ვისოცკი. წიგნი აქარწყლებს ვლადიმერ ვისოცკის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებულ რიგ მითებსა და დასანან შეცდომებს, რომლებიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მოგზაურობს პუბლიკაციიდან პუბლიკაციაში.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოცემა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თემის „ვლადიმერ ვისოცკი საქართველოში“ კვლევა გრძელდება და ახალი აღმოჩენებიც დიდხანს არ გვალოდინებს.
წიგნი გამომცემლობა „ლიბრიკამ“ გამოსცა კავშირ „რუსკი კლუბის“ მონაწილეობით. ავტორი - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ვისოცკის შემოქმედების მკვლევარი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნინა შადური-ზარდალიშვილი.