საზოგადოება
პარლამენტის წევრი გააკეთებს: 74% - რასაც პარტია ეტყვის, 60% - მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, 48% - ჩემს ინტერესებს არ დაიცავს

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%- შეადგენს.
კითხვაზე - რას მოელით პარლამენტის წევრისგან? - საერთაშორისო ორგანიზაციამ მოსახლეობას რამდენიმე პასუხი შესთავაზა და შედეგები ასე გადანაწილდა:
პარლამენტის წევრი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის: დიახ - 74%, არა - 12%;
მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს: დიახ - 60%, არა - 22%;
აქტიური იქნება: დიახ - 56%, არა - 27%;
ჩემს ინტერესებს დაიცავს: დიახ - 39%, არა - 48%.