საზოგადოება
ყველაზე ახლობელი პარტია: 31 % - ”ქართული ოცნება”, 30% - არცერთი პარტია, 12% - პასუხზე უარი

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%- შეადგენს.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებასასახელებს. 30% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 12%-მა. გამოკითხულთა 10%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5%-მა. ინტერვიუერთა 4% აცხადებს, რომ ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან ევროპული საქართველო დგას. გამოკითხულთა 3% კი პატრიოტთა ალიანსს ასახელებს.
სხვა პარტიები ახლოსაა გამოკითხულთა 6%-ის შეხედულებებთან.