სამართალი
კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცდა: 69% - არ ვიცი, 25% - ვიცი

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%- შეადგენს.
კვლევის ერთი პუნქტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეთმობა. კითხვაზე - პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ? - გამოკითხულთა 69%-მა უპასუხა - არა, 25% - დიახ, 7% - პასუხი არ მაქვს.