აქტუალური
რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს

      საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს. მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადასწიეს. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
გასული წლის აპრილში სამხედროებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.