პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: იხარე მტერო, იკვნესე ერო!

      საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში! ეს მოწოდება ქართველთა უბედურებად განებივრებულ უცხოეთის ლაქია სკამოსანი ვირთხების საკუთრებაა, ასე ენერგიულად რომ ასრულებენ ჯანი ბუკიკიოების მსგავსთა ქართულ ეროვნულობის შემარცვხენელ რეკომენდაციებს, რათა ევრო-ამერიკულ ძაღლიშვილთა ხროვას მაძღარ, ლაქუცად აწკავწკავებულ გოშიებად შემორჩნენ და პატიოსნების, მორალურ-ზნეობრივი სიწმინდის მაგიერ ბინძურ, გარყვნილ, სქესობრივად აღვირახსნილ მანიაკთა წუმპეში იფართხალონ.
ევრო-ამერიკამ ყველაზე დიდი სიბილწე, სიმყრალე და გარყვნილება დემოკრატიის სირცხვილით შემოსილი დროშად გაიხადეს, ქვეყნებს მუქარით, ძალადობით და მოსყიდვით შეუსიეს. ახლა მათთან ყველაზე საპატიოდ ხურუშიანობა ითვლება და მამაკაც მინისტრებს გათხოვებას დიდი პატივით ულოცავენ ქვეყნის თავკაცები. ეგაც შენი ევროპული გზა.
ვისაც ევროპისკენ მიმავალი ამგვარი ბუკეტებით მორთული გზა ხიბლავს , მათ ჯიშ-ჯილაგს სატანამ დამსახურებისამებრ მოახმაროს ლესბოსელობის, ხურუშიანობის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების სიმყრალით გადაშენება. ქართველი ხალხის წინაპართა მიერ მტკიცედ ნაგებ სპეტაკ ეროვნულ სიამაყეს შეეშვან, თორე სატანის სამსახურისთვის მხოლოდ ჯოჯოხეთს მიიღებენ ჯილდოდ.
ამერიკა, რომელსაც სულ რაღაც ორი საუკუნის სახელმწიფოებრივი ისტორია აქვს, დღეს მთელ მსოფლიოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დამცველის სახელის ძალის გამოყენებით კარნახობს თვის ხუშტურებს და ერთსქესიანთა ქორწინების მედროშე ყველას ამ სიბინძურისკენ მიათრევს.
დღევანდელ ამერიკაში იმ ევროპელი ავანტიურისტების შთამომავლები არიან ზანგ მონებზე ძაღლებით რომ ნადირობდნენ;  საკუთარ სამშობლოში მცხოვრები წითელკანიანი ინდიელები პირწმინდად რომ გაჟუჟეს და მათი ბავშვების სკალპების ამოძრობით ამაყობდნენ; ნურც ადამიანთა ატომის ბომბებით გადაბუგვის გამო დაელოდებიან მათი უფლების დამცველის შარავანდედს; დღესაც რომ აშფოთებენ დიდსა და პატარას ძალის გამოყენების საფრთხობელათი.
ევროპა კი ისევ აბორგდა, დაივიწყა რა უბედურებად დაუჯდა მისი ჯვაროსნული ლაშქრობები ქრისტიანობას; მთელი კონტინენტური ევროპის ძლიერებით რუსეთთნ ჭიდილი წერად რომ ექცა ნაპოლეონს. კაცობრიობის ყველაზე დიდი ჭირი ფაშიზმიც ევროპაში გამოჩეკეს და დაბუმბლეს, ამგვარად გამძლავრებული კი ისევ რუსეთს მიეჭრა. ევროპამ ფაშიზმისგან რა სიმწარეც იგემა და კაცობრიობა რა საშინელი საფრთხის წინაშე დააყენა, ამის შემდეგ მაინც უნდა გაამოსდგომოდა გაკვეთილად.
სამხედრო ბლოკი - ნატო ვის წინააღმდეგაც შექმნეს, ის საბჭოთა კავშირი აღარ არის. ნორმალური ადამიანური აზროვნება იფიქრებდა, რომ ნატო-ც უნდა დაშლილიყო. მაგრამ მაცდური აგრესიის ძველებურმა სენმა ისევ იმძლავრა, რუსეთის ერთგული მეგობარი - სერბია არაადამიანური დაუნდობლობით გაწეწეს. თვითონ რუსეთმაც ისეთი რბევა და ნგრევა განიცადა, როგორც ყველაზე გამძვინვარებულ ომსაც კი გაუჭირდებოდა. ევროპას კი მსოფლიო ომის ურჩხულზე დაფეხმძიმების საშინელება მაძღრად ყოფნასთან ერთდ აკითხებს. ამან კი ნატო-ს ახალი აგრესიის პერსპექტივები შესძინა, დაივიწყა ადრე დადებული ყველა შეთანხმება, უმადურობაშეპყრობილი ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკები შეიერთა და რუსეთს ისე შემოერტყნენ, როგორც მომაკვდავ ლომს აფთრების ხროვა; არადა, მომაკვდავი ლომიც ლომია. რუსეთმა გამოჯანმთელება იწყო და მსოფლიოს შვებად ამცნო თავისი თთის ძალა. ნატო კი კაცორიობის საფრთხობელად არსებობას აგრძელებს და სატანის ,,ტროიკაზე“ ამხედრებული მისგანვე გამწარებულ ამქვეყნიურობას ატომის ომის ჯოჯოხეთისკენ ექაჩება.
დღეს თუ სიმართლის ხმამაღლა თქმას ევრო-ამერიკული ბოქლომი ადევს, ხვალ ისტორია პირუთვნელად იტყვის, რა საშინელი დაუნდობლობით მოუსპეს ლიბიის ტომებს ბედნიერი ცხოვრება და სისხლიანი ქაოსის უბედურება მოახვიეს თავს. ერაყის განადგურება ყალბი საბაბის მოშველებით ადამის მოდგმის სირცხვილად შემორჩება მომავალს. იმაზე მეტი რა ჩაიდინა სადამ ჰუსეინმა, რაც ამერიკის უვიცმა პრეზიდენტმა - ბუშმა. ავსტრიასა და ავსტრალიას ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევდა და ბრაზილია რამხელა სახელმწიფო იყო წარმოდგენა არ ჰქონდა. უვიცობით არც შავკანიანი პრეზიდენტი ჩამორჩა, ამერიკაში რამდენი შტატია რომ არ იცოდა და ოსვენციმი თავისი ბაბუის მიერ განთავისუფლებული ეგონა; ამერიკაში ერთსქესიანთა დაქორწინების დაკანონების სიმუხთლე თავისი პრეზიდენტობის პერიოდის საამაყოდ და სატრაბახოდ რომ გაიყოლა, აგერ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის და სისხლის ღვრის  შეწყვეტის პერსპექტივა გაჩნდა და ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმაც არ დააყოვნა, ენერგიულად შეუბერა უკვე მინელებული ცეცხლის ასაგიზგიზებლად იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების მოთხოვნით.
ვცადოთ, იქნებ ამოვხსნათ, ავღანეთში საქართველოდან, ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტის ყოფნას რა ჰქვია. ამაზე მეტი რაღა ვქნათ, ისედაც გადაშენების გზაზე მდგარი, ყველანი ხომ არ ჩამოვსხდებით ავღანეთში? იმდენი მაინც ხომ უნდა დავრჩეთ აქ, რომ ავღანეთში დაღუპულ ქართველი  ვაჟკაცების შესახებ თავდაცვის მინისტრის სამძიმარი მოვისმინოთ და ნატო-ს მსხვერპლთა ცხედრები მიწას მივაბაროთ; ეგაც შენი, მეტი საქართველო ნატო-ში!
ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს, საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებათა რეზიდენციაში ცისფერი დროშების ფრიალი. ალბათ, ზედმეტი არ იქნებოდა ოფიციალური განმარტებები დაერიგებინათ, რომ ცისფერი დროშა ევროკავშირს ეკუთვნის, ჩვენ კიდევ ევროპელად გადაქცევის სიცხეს ამ დროშების ფრიალით ვიგრილებთ. რაც შეეხება ხუთჯვრიან დროშას, რომლის არაეროვნულობისთვის ბრძოლას სულმნათი გურამ შარაძის სიცოცხლე შეეწირა, ევროპელ წვრილმან მიწათმოქმედ ჯვაროსან ტამპლიერების ორდენის სიმბოლოა. იქნება მავანმა იკითხოს, საქართველოსი რაღააო? საქართველოსი კიდევ ევრო-ამერიკულ ხუსტურებზე როკვაა; ეგაც შენი მეტი ნატო საქართელოში! რომელიც ქართულად ზუსტად ასე იშიფრება: იხარე მტერო, იკვნესე ერო!
საქართველოს ხელისუფლება, ძალიან მაღალ ხმაზეა ნათქვამი, უფრო სწორად, მოქალაქეთა ნამდვილი ეროვნული, სამშობლოსთვის თვდადებული ხელისუფლების სურვილის ამოძახილია, თორე, სინამდვილეში ევროატლატიკურ ინტერესებზე ქართული ეროვნული სიწმინდეების გადაცვლის კოოპერატივი უფრო მოუხდებოდა. ჰოდა, რა გასაკვირია, ეს კოოპერატივი ასე ენერგიულად რომ ასყიდებს  უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობას, იმაზე მეტი ქარველი კი ამ აუტანელი ყოფიდან გარბის. ისე მცირდება და იცლება ჭეშმარიტ ქართველთაგან საქართველო, რომ ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მხოლოდ ჯაგარაშლილი სატანის მსახურნი შემორჩებიან და თამამად იყივლებენ, ნატო ნატოშიაო! სქესობრივ გარყვნილთა, მყრალთა და ბილწთა ერთსქესიანთა დაქორწინების დაკანონებას და მათ სამარცხვინო აღლუმების ჩატარებას აღარავინ შეუშლის ხელს.
როცა შენი ხალხის ინტერესები მედუქნესავით დახლზე გაქვს შემოდებული და ევრო-ამერიკელთა ინტერესებზე ცვლი, ხალხს კი არა, ხალხის უბედურებას ემსახურები, მედუქნე ხარ, აბა რა. მთელი ეს ფუნქციონერთა სამარცხვინო შეყრილობა კი კოოპერატივია, რომელმაც სახალხო დამცველის თანამდებობა ხალხის საფრთხობელად აქცია, ყველა უკუღმართის, უზნეო, ურწმუნო მანიაკთა ტრიბუნა რომ იყო და ამ ტრადიციის გამგრძელებლის შემრჩევს უცხოეთის კოოპერატივის მედუქნის გარდა, სხვა რომელი წოდება დაამშვეენებდა?!
კადრების შერჩვაში შეიძლება ერთი რომელიმე შეგეშალოს, მაგალითად საქარტველოს პრეზიდენტი, როგორც ტრიბუნას ჩაიგდებს ხელში, ყვარყვარეს ოცნების ნაყოფ ბარტყებს რომ აფრენს, ცხინვალის მავთულხლართებთან ამერიკის ელჩის თანხლებით, რუსეთის აუგის ქარბუქს აყენებს, მასთნ პირისპირ საუბარს კი შეშინებული სახედარივით გაურბის, რადგან ამის უფლებას არ აძლევს ევროატლანტიკური ლაქუცი. უსაქმურობისგან გაოგნებული სასურველ სტიქიაში მაშინ არის, როცა პარლამენტს თავის საქმიანობაზე ანგარიშს აბარებს.
მარადიული იუდა -  შევარდნაძიდან მოყოლებული სიკეთედ და ერის ბედნიერებად მოღვაწე, რომელიც ამ ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთის მსგავსი ჩინოვნიკებისგან ქვეყნისთვის თვადადებული პატრიოტის თვისებებით განსხვავდება, „მოქალაქეთა კავშირის“ და მის სათბურში გამოზრდილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამგვარი სკამოსნის ძებნას აზრი არ აქვს, რადგან ჩრდილგაყიდულთა თავკაცობას ვეღარ დავეღწიეთ, უცხოეთის ლაქია კი ხალხის ერთგულის სახელს ნიღბად იყენებს ქვეყნის და ერის ღალატის დასაფარავად. ამერიკამ ასე გამოიყენა სააკაშვილი და ახლა უკრაინისთვის თავდადებული პატრიოტის იარლიყით, იმავე უკრაინელთა საუბედუროდ, თავის ინტერესისთვის აყეფებენ თუ დასჭირდათ, სააკაშვილს სვაზილენდის ან ლესოტოსთვის თავდადებულ პატრიოტად ააყეფებენ.
თითქოს ,, ქართული ოცნება“ მოგვევლინა ხსნად და შვებად, ისეთ ბედნიერ ცხოვრებას გვპირდებოდნენ, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ყელის გამოწევით შეგვეხვეწებოდნენ ერთად ვიყოთო. ბედნიერ ცხოვრებას ვიღა ჩივის, როცა ხურუშიანების და ათასი ჯურის სქესობრივად გარყვნილთა და ბილწთა მოგერიება გაგვხდომია თავში საცემად.
ხელისუფებაში და მაღალ პოსტზე მოკალათებული ბედნიერები კი ისე ბრდღვნიან ბიუჯეტს პრემიებით და ხელფასის დანამატებით, რომ კორუფცია რაღაში სჭირდებათ, როცა ბიუჯეტს თავიანთი სურვილების მიხედვით აძრობენ ტყავს.
ამგვარი კადრებით დაკომპლექტებულ კოოპერატივს კი შინ მიტანილი ჰგონია ლაფში ჩაფლული ურემი; მერე რა, ისისნი ხომ გაღმა არიან.
ლაფშია ჩაფლული, აბა რა, როცა შიმშილის ყბაში აფართხალებულ პენსიონერებს პენსიაზე ათ ლარს მოუმატებ და ასი ლარით გაუძვირებ არსებობას. ამრიგად, დროულად უნდა მოიშორონ ღვაწლმოსილი ერის ბერის სიამაყე პენსიონერები, თორე კარგად ხედავენ, რომ ახალგაზრდების ევრო-ამერიკულად გარყვნაში გვარიანად უშლიან ხელს.
სქესობრივი გაუკუღმართების სიბილწით კათოლიკური ეკლესიის ერთ ნაწილში შეღწევა მოახერხეს. ახლა მართლმადიდებლობას უტევენ, რომელსაც მძლავრ ბურჯად უდგას რუსეთის მარლთმადიდებლობა და საქართველოს სიამაყე კათალიკოს პატრიარქი შეუპოვრად უძლებს ეშმაკის მოციქულ მღვდელმთავრების შემოტევებს. თავისი მოსაყდრის შერჩევით ასე რომ შეაშფოთა ერთსქესიანთა გარყვნილების მოძალადე ექსპორტიორები და სასწრაფოდ გამოიძახეს ამერიკაში ქართულ მარლთმადიდებლურ ეკლესიაში მოძღვრებად ჩათესილი მათი აგენტურა. უკან დაბრუნებულებმა კი ამერიკის ქების ისეთი ქარბუქი დაატრიალეს,  ეკლესიის მსახური მოძღრები კი არა, რომელიღაც უცხოეთის აგენტი არასამთავრობოთა  ეზოს მოძღვრები გეგონებოდნენ.
ეს ღრიანცელი ჩოხაში გამოწყობილი ორი ხურუშიანის დაქორწინების რეკლამირებით დაამშვენეს. მათმა ლაქია ტელევიზიამაც აღფრთოვანებით ამცნო საქართველოს ბილწთა, მყრალ სქესობრივ მანიაკთა მიერ ამერიკის აღმოჩენის შესახებ.
კაცობრიობის დიდი უბედურება - ფაშიზმის ზეობის დროს  სატანის თესლი - მუსოლინი წმინდა პეტრეს ტაძარში მთავარანგელოზის სახით დახატეს.
ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი ქადაგებდა: განგებამ ქრისტე აამაღლა ცათა შინა, ჰიტლერი კი თავის წარმომადგენლად დატოვაო ამ ქვეყნად; ჰიტლერის დედა კი მარიამ მეორე ღვთისმშობლად გამოაცხადეს. ჩვენთანაც საერთაშორისო ტაკიმასხარა სააკაშვილის სურათზე ლოცულობდა ზოგიერთი ქრისტესძვლისმკვნეტელი ,,მოძღვარი“.
ფაშიზმს დამსახურებისამებრ ეწვია ღვთის რისხვა, მაგრამ გაცილებით საზარელი პიდარასტობა, ლესბოსელობა და უამრავი სქესობრივი სიბილწე დაეპატრონა ევრო-ამერიკულ დემოკრატიის ნიღბიან ექსპორტს. თვითონ როგორც უნდათ, ისე იჭყუმპალაონ ამ სიბინძურეში, სანამ უფალს სულ არ შემოაღრღნიან მოთმინებას და მის მიერ სოდომ-გომორით არ დაჯილდოვდებიან. ჯერ კი ამ გარყვნილების ძალის გამოყენების მუქარით აშფოთებენ უამრავი ქვეყნის პატიოსნებას. ექსპორტიორთ ავანგარდში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კოოპერატივის მედუქნეებიც დგანან და ქართული  ეროვნული სპეტაკი ტრადიციების დამუნჯებით ერთობიან, სანამ ხალხის მოთმინებას თვხედურად არ გაიხმარებენ. მაშინ კი გათავხედებულ ბილწთა გაწეწვას ვერავითარი მცდელობა მათი მფარველი მედუქნეებისა ვერ შეაჩერებს. ამგვარი გარყვნილები საზოგადოებას ყოველთვის ჰყავს, მაგრამ ღრმა არიან შეკეტილები თავიანთ სოროში და დღევანდელივით ქვეყნის ამყრალებას არ ცდილობენ.
ადამის მოდგმამ რა დააშავა ისეთი, რომ ადამიანების მოწამვლას ცდილობენ ერთსქესიანთა დაქორწინების უბედურებით. უამრავი ბაქტერიული ომის ლაბორატორიები  მოამრავლეს რუსეთის ირგვლივ. დანერგონ ერთსქესიანთა შეჯვარება ბაღლინჯოებში, ტილებში, რწყილებსა და ციმბირის წყლულის მსგავს პარაზიტებში. ხალხს ამ უბედურებას მოაცილებენ და უფლის რისხვასაც აიცილებენ; თვითონაც მიატოვებენ სატანისგან შეცდენილთა ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას.
ხალხს კი ევრო-ამერიკული რეკომენდაციებით გაჟღენთილი სოციალური სიდუხჭირე თანდათანობით უფრო უმძიმდება იმ ღრუბელივით, გამუდმებით რომ ესხმის წყალი. „ქართული ოცნების“ მიერ შეპირებული აყვავებული ცხოვრების მოლოდინი ცრუ გაწამაწიაში დაიფერფლა.
ვიტყვით „ქართული ოცნება“ და ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს. ვიტყვით ბიძინას და გვახსენდება მსუყე დაპირებათა ზღაპრები. ყველას თავისი გზით გაუმარჯოს. ბიძინაც მშვიდად ზის თავის მილიარდებზე კრუხად. ამოდენა ბიუჯეტის ვირთხები მაინც დაგვაღწიოს, მისი სურვილისამებრ ასე ერთ ხმაზე რომ გალობენ ევრო-ამერიკულ საგალობელს. როგორც კი ერს ჩათვლემა შეეპარება, არადისკრიმინალური კანონის მსგავსი რამე ანტიეროვნულის დაკანონებით რომ გვაოცებენ, ახლაც გამზადებული აქვთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რათა შესაფერის მომენტში ქართველ ხალხს მკვლელის დამბაჩასავით ზურგთან დაახალონ. სხვა რა უნდა გაფიქრებინოს იმ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ტრაბახმა, რომელმაც თავის უპირველეს მიზნად დაუსახავსმთელს მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება.
საბარდელოში პატიოსანს ვინ ან რა გააჩერებს, თუ თვითონ უჩუმრა არ ბოზობს, ან აშკარად გაბოზებას არ აპირებს.
ევროპელთა მიერ შემოტენილმა კოჰაბიტაციამ კი ყველაფერი მათ სასურველ კალაპოტში ჩააყენა. ჩადენილი საზარელი ცოდვებისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალვას რომ იმსახურებდა, ახლა უფრო აქტიურად აგრძელებს „სტერვიატნიკების“ ბარტყების დაფრენას.
„ქართული ოცნების“ ევრო-ატლანტიკური ლტოლვა სულ უფრო აშკარად ემსგავსება „ნაციონალების“ ჭირვეულობას. მათი ურთიერთობა კი ერთ გობში ჩასხმული სალაფავისთვის ორი ნაგაზის ძიძგილს წააგავს.
ნათქვამია, ცოდვა ქვაზე წერია, მადლი - ქვიშაზეო. ამიტომაა, რომ ის დიდი მადლი, რაც რუსეთს ქართველი ხალხის გადარჩენისა და აღორძინებისთვის მიუძღვის, დავივიწყეთ და სატანის მაგიის ტყვეობაში მყოფნი, რუსეთთან მეგობრობას მის მტრობად გვაჩეჩებენ და ამრიგად ქვეყანას დაღუპვისაკენ ექაჩებიან ევრო-ამერიკული კოოპერატივების მედუქნეები.
საქართველოს გამთლიანების, აღორძინების, განვითარებისა და გაძლიერების უპირველეს აუცილებლობას ევრო-ატლანტიკური ბოქლომი ადევს, რომელსაც ესოდენი გულმოდგინებით იცავენ უცხოეთის მარიონეტი ბღენძები, ქართველი ხალხის ინტერესთა საზიანოდ, იმავე უცხოელთა მიქსევით რომ უღრენენ რუსეთს, როგორც ლუკმის მიგდებით განებივრებული გოშია ლომს. თავიანთი პოლიტიკური სიბეცე ერთხელ კიდევ დაამტკიცეს „ჯაველინების“ შესყიდვით და ამაში 75 მილიონი დოლარის გადაყრით, რითაც უფრო გაამწარეს ქართველი ხალხის ისედაც გაუსაძლისი ამქვეყნიურობა.
მიუხედავად რუსეთთან ასეთი ხელოვნური გაუცხოებისა, ის მაინც სათუთად ეპყრობა საქართველოსთან წლებით ნაფერებ მეგობრობას და მოთმინებით უცდის უცხოეთის კოოპერატივის ქართველი ერის ინტერესების დამცველ ხელისუფლებად გადაქცევას, რათა ძველებურად საქართველოს გამთლიანება, აღორძინება და აყვავებისთვის თავისი მადლიანი წვლილი შეიტანოს.
14 იანვარი 2018 წელი