საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ითვალისწინებს რა მკითხველთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს, ასევე საზოგადოებრივ რეზონანსს, რომელიც 2018 წლის 13 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა - უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებამ (მე-2 გვ.) და ვალდებულებამ (1 გვ.) – გამოიწვია,
საქინფორმი განმარტავს შემდეგს:
1. ორივე დოკუმენტის ქსეროასლი გადაღებულია ორიგინალებიდან, რომელთა ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს;
2. ორივე დოკუმენტის ტექსტები ფორმითა და შინაარსით იმ რუტინულ ახსნა-განმარტებით ბარათებს ჰგავს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში შესვლისას ავსებდნენ პირები, რომელთა მიმართ სამართალდამცველ ორგანოებს რიგ მიზეზებზე დამყარებული შეკითხვები ჰქონდათ. 2007 წლის 3 თებერვალს ბიზნესმენისა და უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატის პეტრო პოროშენკოს დროებით შეფერხების მიზეზი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას შემდეგი ფაქტორები გახდა:
- პეტრო პოროშენკო იყო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ – 2004 წლის ნოემბერში-2005 წლის იანვარში პირველი „ევრომაიდნის“ სპონსორი და ერთ-ერთი ლიდერი, რის შედეგადაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გახდა, ანუ ის საკუთარი, რუსეთში ნაშოვნი ფინანსებით მხარს უჭერდა სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში;
- ვიქტორ იუშჩენკო პეტრო პოროშენკოს ნათლიმამაა - მისი ტყუპი გოგონების ევგენიასა და ალექსანდრას ნათლია (ვიქტორ იუშჩენკო არის აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის - ნიკოლოზის ნათლია. ამგვარად, მართლმადიდებლური კანონების მიხედვით, პოროშენკო და სააკაშვილი მათი შვილების ნათლობის საიდუმლოს გზით ახლო ნათესავები არიან);
- პეტრო პოროშენკოს ახლო მეგობრობა აკავშირებდა „ევრომაიდნის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოსთან და იუშჩენკოს მეუღლე ეკატერინასთან (ქალიშვილობაში კეტრინ ჩუმაჩენკო);
3. რუსეთის ფედერაციის ФСБ-მ, რომელსაც იმ დროს ნიკოლაი პატრუშევი ხელმძღვანელობდა, გაიზიარა რა ბიზნესმენ პოროშენკოს შეშფოთება, რომელიც მომავალშიც ვერ მოხვდებოდა რფ-ის ტერიტორიაზე მდებარე თავის ქარხნებში - ავტომობილმშენებელ „ბოგდანსა“ (ნიჟნი ნოვგოროდი) და შოკოლადის „როშეში“ (ლიპეცკი) - დადებითად გადაწყვიტა საკითხი, თუმცა წინასწარ აღიჭურვა უკრაინის მოქალაქის მიერ წერილობით ნაკისრი ვალდებულებით - რომ რუსეთის ტერიტორიაზე ის არ შეუდგებოდა ანტირუსულ საქმიანობას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქრებოდა:
4. რეზოლუცია პოროშენკოს განცხადების ზედა მარჯვენა კუთხეში - „ოდს „ლოლიტას“ მასალებთან“ - ნიშნავს, რომ ეს განცხადება, ვალდებულებასთან ერთად, უნდა ჩაეკეროს ან გადაბირებული აგენტის, ფსევდონიმით „ლოლიტა“, ან გადასაბირებელის ოპერატიული დამუშავების საქმის (ოდს) მასალებს;
5. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ორი დოკუმენტი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიგზავნა, როგორც პეტრო პოროშენკოსთვის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე ნებართვის საფუძველი, რაც, პრინციპში, თავად პოროშენკოს სურვილს შეესაბამებოდა - წაიკითხეთ რფ-ის ФСБ-ს დირექტორის სახელზე მისი განცხადების ბოლო წინადადება: „გთხოვთ, განმიმარტოთ ჩემთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის მიზეზები და მომცეთ შესაბამისი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი“. იმ დროს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვიქტორ იუშჩენკოს მიერ დანიშნული - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვალენტინ ნალივაიჩენკო ხელმძღვანელობდა, რომელიც ახალგაზრდობაში ლეიტენანტის წოდებით დაითხოვეს ორგანოებიდან „სამსახურებრივ შეუსაბამობასთან დაკავშირებით“. როგორც ჩანს, ამ ფრიად საინტერესო დოკუმენტების ასლები ნალივაიჩენკომ საშინაო არქივისთვის გადაიღო და იძულებით გადადგომის დროს თან წაიღო (2015 წლის 18 ივნისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებას უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს დათხოვნის შესახებ). საგულისხმოა, რომ ნალივაიჩენკოს თანამდებობაზე ყოფნისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივები განსაიდუმლოვდა, ციფრულად აღიწერა და მოქალაქეთა თავისუფალი დაშვებისთვის გაიხსნა.
6. ორი დოკუმენტის ქსეროასლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვალენტინ ნალივაიჩენკომ გადასცა თავისი ახლანდელი პოლიტიკური პარტნიორის მიხეილ სააკაშვილის - კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროინდელი თანაკურსელის მეშვეობით, რომელიც შემდგომში ЦРУ-მ გადაიბირა.
თავად ნალივაიჩენკო ЦРУ-მ 2001-2003 წლებში აშშ-ში დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას გადაიბირა, როცა აშშ-ში უკრაინის გენერალური კონსულის თანამდებობა ეკავა. ამერიკულ სპეცსამსახურებთან კონტაქტი მან დიპლომატიური სამსახურიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა. 2013 წლის სექტემბერში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ნალივაიჩენკოს მიმართ სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით, რადგან მან აშშ-ის ЦРУ-ს თანამშრომლებს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში კაბინეტი გამოუყო და დოკუმენტების გაცნობის საშუალება მისცა, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო საიდუმლოს შეადგენდა. მაგრამ ხელისუფლებაში იაცენიუკის მთავრობის მოსვლის შემდეგ გენერალური პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2014 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი წარმოება „დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო“ შეწყვიტა. 2014 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ნალივაიჩენკოს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის ეჭვმიტანილია ცილისწამებაში, ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენების ორგანიზებაში, ჟურნალისტის კანონიერი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და ადამიანის გატაცებაში.
7. პოროშენკოს ადმინისტრაციის გამართლება, თითქოს 2007 წელს მის უფროს ვაჟს ალექსეის ცოლი არ ჰყავდა და, შესაბამისად, მას შვილის მეუღლის მშობლებთან სანკტ-პეტერბურგში ჩასვლა არ შეეძლო, არადამაჯერებელია - ალექსეი პოროშენკო თავის კანონიერ მეუღლესთან იულია ალიხანოვასთან მაშინ უკვე იყო სამოქალაქო ქორწინებაში, რომელიც ოფიციალურად მოგვიანებით დაარეგისტრირეს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კომენტარს თავის ფეისბუქგვერდზე, თითქოს მას „არ სჯერა, რომ პოროშენკო ФСБ-ს აგენტია“, ეს წმინდა წყლის პიარ ტრიუკია შემდეგი მიზნით:
ა - საპირისპირო დაამტკიცოს - რომ ის, სააკაშვილი კი არ არის ФСБ-ს აგენტი, რომელმაც თავისი აქციებისთვის იანუკოვიჩთან დაკავშირებული, რუსეთს თავშეფარებული უკრაინელი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსგან 500 ათასი დოლარი მიიღო, არამედ პოროშენკო, რომელმაც ამაში დაადანაშაულა და რომელმაც თვითონ გადაიყვანა ოფშორებში ვიქტორ იანუკოვიჩის 1,5 მილიარდი დოლარი;
ბ - საკუთარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „ლუსტრაციის“ ფაქტთან რაიმე კავშირის არქონის დემონსტრირება მოახდინოს;
გ - თავისი კეთილშობილება დაანახვოს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სპეცრაზმის ძალებით დააპატიმრა და სასამართლოებში აწანწალა.
სწორედ ამისთვის ამოქმედდა პოროშენკოს წინააღმდეგ საქართველოში სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიმართ კარგად აპრობირებული „სტიგმა“ – „ФСБ-ს აგენტი“.
საქინფორმი