საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანში მისთვის პატიმრობის შეფარდების საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება სერიოზულ კითხვებს ბადებს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებათან დაკავშირებით.
"აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა მოჰყვა, კვლავ საჭიროებს საფუძვლიან და გამჭვირვალე გამოძიებას", - წერია განცხადებაში.
ბრიუსელი ოფიციალურ ბაქოს თავისუფლების აკვეთის ყველა იმ შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული.