პოლიტიკა
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შეხვდა

      საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო 12 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეხვედრა უკრაინაში შედგა.
ღონისძიების დროს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, სისხლის სამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო-სამართლებრივი დახმარების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ შეკითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე განხილული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა, რომ იმაზე მეტს, რაც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ვერ იტყვის.