სამართალი
დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

      საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ბიზნესგავლენების გაფართოების მიზნით, გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელსაც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგება მოჰქონდა.
აღნიშნული ბიზნესი მამა-შვილ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. გამოძიებისა და საქმის მასალების მიხედვით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს აღნიშნული ქონება იძულებით, მუქარით დაათმობინა. საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.