უცხოეთი
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მოიწონა თურქეთისა და ირანის ჩართულობა „სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის“ ორგანიზებაში. კონგრესი სოჭში 29 და 30 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას დაახლოებით 1 700 სტუმარი დაესწრება.
„აღნიშნულ ფაზას მივაღწიეთ რუსეთის, ირანისა და თურქეთის ძალისხმევის შედეგად“, - აღნიშნა ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მომხრე ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთთან და თურქეთთან ერთად და ერთი მიმართულებით ვიმუშავოთ“ , - აღნიშნა ზარიფმა.
აღნიშნულ კონგრესს სირიის საზოგადოების ყველა სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.
imedinews.ge