საზოგადოება
მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში 4,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა წელთან შედარებით 0,2%-ით გაზარდა, კერძოდ, 2018 წელს ის საქართველოში 4,2%-იან, მომდევნო წელს კი 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ზრდას ბანკი საქართველოში ელოდება.
რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის შემდეგია:
სომხეთი - 3,8%
აზერბაიჯანი - 0,9%
ბელარუსი - 2,1%
ყირგიზეთი - 4,2%
პოლონეთი - 4%
რუსეთი - 1,7%
თურქეთი - 3,5%
თურქმენეთი - 6,3%
უკრაინა - 3,5%