სამართალი
2017 წელს ბათუმში მომხდარ არეულობაში დამნაშავეები წელიწადსა და ექვს თვეს ციხეში გაატარებენ

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის მარტის მოვლენების მასობრივი ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ბრალი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით იყო წარდგენილი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ითვალისწინებს, 226-ე მუხლით შეცვალა, რაც ჯგუფური ქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
„ჯგუფური ორგანიზება თქვენ და ღოღობერიძეს ნამდვილად არ ჩაგიდენიათ, დადასტურებული ფაქტია, რომ პირველის ნახევარზე, როცა აქციაზე დაიწყო დარბევა, არც ღოღობერიძე და არც ჩხვირკია არ იმყოფებოდნენ აქციაზე.
მე ვიზიარებ, რომ ფიზიკური და მორალური ზიანი თქვენ გამო არ მიყენებია. მიმაჩნდა, რომ ღოღობერიძისთვის უფრო მეტი სასჯელი უნდა მიმესაჯა, ვიდრე თქვენთვის, მაგრამ მას აქვს შემამსუბუქებელი მდგომარეობა – ჰყავს ოთხი შვილი, ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, – მიმართა ჩხვირკიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
მერაბ ღოღობერიძე პროცესზე არ გამოცხადებულა.