აქტუალური
ანატოლი ბიბილოვი - ოფიციალურ თბილისს: პირველ რიგში, საჭიროა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც ჩაიდინეთ, მერე კი უკვე შესაძლებელი იქნება რამეზე ლაპარაკი...

      საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სერბულ რესპუბლიკას ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ამ ნაწილის ოფიციალური დღესასწაულის - რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ეწვია.
საქართველომ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტით მიმართა.
"მე წავიკითხე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება, ის ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ელჩიც გახლავთ. მტკივნეულად რეაგირებენ ვიზიტზე. მაგრამ აქ მტკივნეული რეაგირება არ არის საჭირო, აქ, პირველ რიგში, საჭიროა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც ჩაიდინეთ! ამის მერე კი უკვე შესაძლებელი იქნება რამეზე ლაპარაკი", - განაცხადა ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მან, ამასთან, გამოთქვა აზრი, რომ სერბეთისა და სერბული რესპუბლიკის ხალხი, ისევე, როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებნი, „ერთად, ერთ ტერიტორიულ პოლიტიკურ სივრცეში უნდა ცხოვრობდეს": “სერბული რესპუბლიკის სერბებისთვის სერბეთი ისეთივე ისტორიული სამშობლოა, როგორიც სამხრეთ ოსეთისთვის - რუსეთი”, - ხაზი გაუსვა ბიბილოვმა.