საზოგადოება
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა.
შესაბამისი ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება.
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.