აქტუალური
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე ნებართვები ახალი წესით გაიცემა

gadazidvaსაერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვაზე მრავალჯერადი ნებართვები კონსურსის წესით გაიცემა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში შევა.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალჯერად ნებართვას, კონკურსის წესით, საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება.

კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი, მრავალჯერადი ნებართვების მისაღებად, ნებართვის გაცემის ფასს გადაიხდის.

ფასის ოდენობას და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაადგენს.

ექსპერტთა აზრით, სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედების პრაქტიკიდან გამომდინარე ეს სიახლეც წვრილ მეწარმეთა წინააღმდეგ და იმ მსხვილ მონოპოლისტთა სასარგებლოდაა მიმართული, რომლებიც ახლოს დგანან სახელისუფლო ორგანოებთან.