აქტუალური
საქართველომ საგარეო ვალის ნაწილი უნდა გადაიხადოს

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2018 წელს საქართველომ საგარეო ვალის ნაწილი - 3,174 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ კვარტალში გადასახდელია 1,078 მილიარდი დოლარი.
ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წარადგინა, პირველ კვარტალში სამთავრობო სექტორს 97,8 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს - 0,6 მლრდ დოლარის, კომერციულ ბანკებს - 336,4 მლნ დოლარის, სხვა სექტორს - 445 მლნ დოლარის. პირდაპირი ინვესტიციები - კომპანიათაშორისი სესხებისთვის გადასახდელი თანხა 198,5 მლნ დოლარია.
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 16,4 მილიარდი დოლარია (39.5 მილიარდი ლარი).