საზოგადოება
მარტიდან ყველა ქალაქსა და რეგიონს ახალი სატელეფონო კოდი მიენიჭება. ამავე პროექტის ფარგლებში, ცვლილებები მობილურ, ქალაქისა და საერთაშორისო ოპერატორებსაც შეეხებათ.
მობილური ოპერატორების ნომრებში დღეს არსებულ რვიანს ხუთიანი ჩაანაცვლებს, ფიქსირებული ტელეფონების ნომრებს წინ ორიანი დაემატება და შვიდნიშნა გახდება, ხოლო ამჟამად მოქმედ საერთაშორისო კოდს 8–10 შეცვლის 10–10. პროექტის ფარგლებში ახალი სატელეფონო კოდები მიენიჭება ასევე სასწრაფოს, პოლიციასა და სახანძრო სამსახურებს. სამომავლოდ კი ყველა მათგანს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ერთი ნომერი ექნება.ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის საწყის ეტაპზე ძველი და ახალი კოდები ერთდროულად იმუშავებს.