სამართალი
სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა (ვიდეო)

      საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი.ამას ასე არ დავტოვებ. ვინც დამნაშავეა, ბოლოს სათითაოდ მოვუღებ, თუ ცოცხალი ვიქნები. დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აიზა მარგოშვილმა. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ დილით უნდა გადაეყვანათ. (ვიდეოს იხ.აქ)
თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა, მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.