პოლიტიკა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს სუს-ისთვის: რფ-ის თავდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს - ტერორისტებს დრონებით შეტევა ნებისმიერ ქვეყანაში 100 კმ დისტანციიდან შეუძლიათ

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის თავდაცვის სამინისტროში 6 იანვარს სირიაში ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“ მიტანილი შეტევის დეტალები გაამჟღავნეს. კერძოდ, უწყებაში დააზუსტეს, რომ თავდასხმის განხორციელებას 13 უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა, მათი სამიზნე იყო არა მარტო ავიაბაზა, არამედ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი ტარტუსში.
„ჩვენ მიერ ხელში ჩაგდებული საფრენი აპარატების ტექნიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტერორისტებს ასეთი შეტევების განხორციელება დაახლოებით 100 კმ სიშორიდან შეუძლიათ“,
- აღნიშნულია რუსეთის სამხედრო უწყების რელიზში. ამ ფაქტებმა თავდაცვის სამინისტრო მიიყვანა დასკვნამდე: ბოევიკების მირ გამოყენებული ინჟინრული გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებული ყოფილიყო „მხოლოდ ერთი ქვეყნიდან“. კერძოდ, ლაპარაკია ისეთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, როგორიცაა თანამგზავრული ნავიგაციის და „პროფესიულად აწყობილი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების“ დანიშნულ კოორდინატებში ჩამოგდების უზრუნველყოფა. ბოევიკების მიერ ამგვარი დრონების გამოყენების ფაქტი, თავდაცვის სამინისტროს აზრით, „მოწმობს, რომ ბოევიკებს გადაეცა ტექნოლოგიები, რომლებიც ასეთი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული აქტების ნებისმიერ ქვეყანაში მოწყობის საშუალებას იძლევა“.
ეს განცხადებები აშშ-ს შეუმჩნეველი არ დარჩენია - პენტაგონმა განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დრონების შეტევისას გამოყენებული მოწყობილობები და ტექნოლოგიები „ადვილად მისაწვდომია“ ღია ბაზარზე. „ჩვენ დავინახეთ, რომ ამგვარ ტექნოლოგიებს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები იყენებდნენ. ამ მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების შეძენა ადვილად შეიძლება ღია ბაზარზე, და ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადრიან რენკინ-ჰელოუეიმ.