პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ისინი მოხარული არიან, რომ ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.
შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ჩვენი ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველი გახდა.
სახალხო დამცველის ოფისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და მას შეერთებული შტატების მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.