უცხოეთი
ოდესის პორტში ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი გემი შევიდა

      საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ოდესის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი Carney DDG64 შევიდა. ამის შესახებ აშშ-ის ფლოტის პრესამსახური იუწყება.
როგორც მოსალოდნელია, ამერიკული სამხედრო გემი ოდესაში 11 იანვრამდე დარჩება. მისი ჩასვლის მიზანი შავ ზღვაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ხომალდის ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 23 ოფიცერია.

imedinews.ge