სამართალი
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე პასუხს ელოდებიან.
ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკას ჰქონდა გამოგზავნილი. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.