პოლიტიკა
ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს შეკითხვები! - ირაკლი ნადარეიშვილი

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.
კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას - ეს მინიშნებაა, რომ შესაძლოა, პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად, რატომ შეიწყალა ცოლის ძმა? - ნადარეიშვილი პასუხობს, რომ მინიშნებებით ლაპარაკს შეჩვეული არ არის.