აქტუალური
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დანიშნა

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. განცხადება მარგველაშვილმა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გუშინ გააკეთა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს. მას 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.