უცხოეთი
პატრიარქი კირილი - რუსეთმა სირიაში ქრისტიანების გენოციდი აღკვეთა

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციის ფარგლებში სირიაში მცხოვრები ქრისტიანების დევნისა და მკვლელობისაგან დაცვა მოხერხდა. ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა ტრადიცული საშობაო ინტერვიუს დროს განაცხადა.
„რუსეთის ჩართულობა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის გარდა, რომლებიც დაკავშირებული იყო სიტუაციის სტაბილიზაციასთან, სამხედრო საფრთხეების პრევენციასთან და იმის არდაშვებასთან, რომ ხელისუფლება ტერორისტებს ჩაეგდოთ ხელში, ასევე იყო მნიშვნელოვანი იდეა – ქრისტიანული უმცირესობის დაცვა. რუსეთის მონაწილეობის გამო, ქრისტიანების გენოციდის აღკვეთა მოხერხდა”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
როგორც კირილი ამტკიცებს, იმ შემთხვევაში თუ სირიაში რადიკალი ისლამისტები პოზიციებს შეინარჩუნებდნენ, სირიაში მოვლენები ერაყის სცენარით განვითარდებოდა, როდესაც სადამ ჰუსიენი გადააყენეს.
„ჰუსიენის რეჟიმის დროს მე ვიმყოფები ერაყში, მათ შორის მოსულში. მოვინახულე უძველესი ქრისტიანული ტაძრები. მიხაროდა რომ მუსლიმების გარემოცვაში ქრისტიანული ეკლესიების არსებობდა. ახლა იქ აღარაფერი დარჩა. ტაძრები დანგრეული და ეკლესიები აფეთქებული. ქრისტაინი მოსახლეობის 85% ან გაანადგურეს, ან გააძევეს ერაყის ტერიტორიიდან. აი, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო სირიაში“ – აცხადებს კირილი.

1tv.ge