პოლიტიკა
„ქართული ბატალიონი“ უკრაინის არმიის შემადგენლობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც უარი თქვა, ცეცხლი დაეშინა სოფელ ნოვოლუგანსკისთვის - ვითომ ეს რუსებმა „გრადებით“ ჩაიდინეს

      საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები, რომლებიც დონბასში მსახურობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან გამოვიდნენ უკრაინული სარდლობის უხეში შეცდომების გამო“, - ასეთი აზრი გამოთქვა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოპერატიული სარდლობის სარდლის მოადგილემ ედუარდ ბასურინმა, იუწყება LIFE.RU.
„შეცდომებს შორისაა: 2017 წლის 26 ნოემბერს ქართველი დაქირავებულების „მეგობრული“ დაცხრილვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის არტილერიის მიერ, რის შედეგადაც ექვსი ბოევიკი დაიჭრა. 16 დეკემბერს - ქართველი დაქირავებულების მორიგი „მეგობრული“ დაცხრილვა 54-ე ბრიგადის ქვედანაყოფების მიერ, რის შედეგადაც უკვე 11 ქართველი ბოევიკი დაიჭრა“, - განაცხადა ბასურინმა.
მას მიაჩნია, რომ „ლეგიონერების“ 54-ე ბრიგადის შემადგენლობიდან გასვლაზე გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადი როლი ითამაშა „19 დეკემბერს კიევის კონტროლქვეშ მყოფი ნოვოლუგანსკისთვის ცეცხლის დაშენაში ქვედანაყოფის მონაწილეობის ფაქტმა“. მისი თქმით, ქართველმა დაქირავებულებმა უარი თქვეს უკრაინელი მეთაურების ბრძანებების შესრულებაზე, რადგან ბრძანებაში მოცემული იყო ამოცანა, სოფლის მშვიდობიან რაიონებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოეყენებინათ „გრადებიდან“ ცეცხლის დაშენის შედეგების იმიტაციის მიზნით.