სამართალი
"თიანეპტინი" აკრძალულ ნივთიერებათა სიაში შედის

Drugs"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში განიხილება.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება "თიანეპტინის" შემცველ მედიკამენტებზეც, ანუ კანონის ამოქმედებიდან დასჯადი იქნება არა მხოლოდ სუფთა "თიანეპტინის" გამოყენება, არამედ მისი შემცველი მედიკამენტებისაც, როგორიც არის "კოაქსილი", "სტაბლონი" და "ტატილონი".

კანონპროექტის მიზანია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალის ზუსტი განსაზღვრა. პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა.