რელიგია
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 85 წლის იუბილე მიულოცა

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს
უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, დაბადებიდან 85 წელს.
ქრისტეს მსახურების მანძილზე მეფე სოლომონის მსგავსად გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად – სტუმართმოყვარეობა, დავით მეფსალმუნის მსგავსად – შემოქმედებითი უნარები. ზრუნავთ იერარქებისა და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, სიყვარულით მოუწოდებთ მათ, დაუღალავად იზრუნონ და გაატარონ ცხოვრება წმინდად.
ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი. მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ საპატრიარქო საქმიანობაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი“
2018 წლის 4 იანვარ