აქტუალური
2017 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა თითქმის 98 მილიონი ლარი მიიღო

      საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან სახელმწიფომ 2017 წელს 97 949 476 ლარის შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს გამოცხადდა 1897 ელექტრონული აუქციონი, აქედან ყველაზე ძვირად, 13 650 000 ლარად ციხისძირში მდებარე სახელმწიფო ქონება გაიყიდა.
ტერიტორიაზე 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა.