რელიგია
უწმინდესი ათდღიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა

katolikos_iliaსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ათდღიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, ილია მეორე დიდ ბრიტანეთში კენგენბერის არქიმანდრიტმა მიიწვია. უწმინდესი ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება. პატრიარქი ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქართული ტაძრის კურთხევასაც დაესწრება.