საზოგადოება
შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებაში! - კახი კალაძე

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერი კახ კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია დედაქალაქის მერის მილოცვაში.