სამართალი
„სოკარ ჯორჯია გაზის” გორის სერვისცენტრში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ.

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაზის სააბონენტო გადასახადზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ.
ისინი სერვის ცენტრის რეგიონული ოფისის მენეჯერს გიგა გრიგალაშვილს ბუნებრივ აირზე დარიცხული მაღალი გადასახადის გამო პასუხს სთხოვენ.
კომპანიის წარმომადგენელი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გიგა გრიგალაშვილი გადასახადის გაზრდილი ოდენობის მიზეზად უქმე დღეებსა და 35 კალენდარულ დღიან დარიცხვას ასახელებს.
ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ეს აქცია მართულია კონკრეტული ადამიანების მხრიდან. მოსახლეობ ბრალდება, თითქოს გაზში არეულია ჰაერი, აბსურდულია. სინოპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ნოემბრის თვესთან შედარებით 4-5 გრადუსით დაბალი იყო ტემპერატურა დეკემბრის თვეში. ამას დაემატა სადღესასწაულო დღეები, წაკითხვის მეთოდი, რომლითაც ჩვენ მრიცხველებიდან ჩვენება ავიღეთ, 35-დღიანია და სწორედ ამან გამოიწვია წინა თვესთან შედარებით მაღალი გადასახადი, თუმცა აქ არანაირ ხელოვნურ ჩარევას არ ჰქონია ადგილი”, – განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.