საზოგადოება
კომუნალური გადასახადების საკომისიო ტარიფი გაძვირდა

payboxსწრაფი გადახდის ტერმინალების ნაწილმა კომუნალური გადასახადების საკომისიო ტარიფი გააძვირა. თუკი ადრე კომუნალური გადასახადის “ფეიბოქსით” გადახდისას საკომისიოს 50 თეთრს იხდიდით, ახლა 27 ლარზე მეტი თანხის გადახდისას საკომისიო 1,8%-ს შეადგენს, 115 ლარის ზევით კი – 2%-ს. კომპანია “ნოვა ტექნოლოჯში’’ აცხადებენ, რომ რამდენიმე მომსახურების ტარიფის გაზრდა კლიენტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საკომისიო გადასახადი ჯერაც მოქმედებს რამდენიმე ბანკში. პარლამენტის მითითება ამ გადასახადის გაუქმების თაობაზე მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” გააუქმა. ასე რომ, კერძო სექტორი ჯერ კიდევ განაგრძობს მოსახლეობის ჯიბეში ხელის ფათურს. ექსპერტების განცხადებით, ბანკს ან სწარფი გადახდის ტერმინალს საკომისიო ტარიფს ის კომპანიები უნდა უხდიდნენ, რომლის მომსახურების გადასახადიც ხორციელდება.