პოლიტიკა
საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. თბილისში, ირანის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში გაიმართა. აქციების მონაწილეთა ერთი ნაწილი ირანში დაწყებული პროტესტის შინაარსს იზიარებდა, მეორე ნაწილი კი გმობდა ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებებს.
ირანის სასულიერო ლიდერისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ კრიტიკული შინაარსის მქონე პლაკატები, რასაც კონტრაქციის წარმომადგენლები ირანელი ხალხის შეურაცხყოფად აფასებდნენ და საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ფორმით აქციის ჩატარების აკრძალვისკენ მოუწოდებდნენ.