აქტუალური
ოდესის სანაპიროსთან სიგარეტით დატვირთული აფხაზური გემი დააკავეს

      საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ოდესის სანაპიროსთან დაკავებული აფხაზური გემის შესახებ უკრაინული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს. სატვირთო გემი სიგარეტით იყო დატვირთული და მის გადატანას ეკიპაჟი ბულგარეთში აპირებდა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა საეჭვო გემი სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, პატრულირების დროს შენიშნეს და სარაკეტო კრეისერი გაგზავნეს.
აფხაზური გემი უკრაინელების ბრძანებას არ დაემორჩილა და ამის გამო მას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ხომალდის შემოწმებისას ბორტზე სიგარეტთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები იპოვეს, მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალური კიევი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, დოკუმენტებიც არალეგიტიმურად ჩათვალეს და ხომალდი დააკავეს.