საზოგადოება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაწვევის პროცესი 20 იანვარს დაიწყო. გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან.
„2010 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი წარმატებით განხორციელდა. მთელი წლის განმავლობაში სულ გაწვეული იყო 7000-მდე წვევამდელი, რითაც ვადამდე დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. შარშანდელთან შედარებით, წელს უწყებების მხრიდან მოთხოვნა წვევამდელებზე გაიზარდა და მხოლოდ გაზაფხულზე, სავარაუდოდ, 4 500-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ცენტრალურ გამწვევ კომისიას ხელმძღვანელობს. მოსახლეობას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლია ცენტრალური გამწვევი კომისიის ცხელ ხაზს შემდეგ ნომერზე დაუკავშირდეს: 822 510 784.