საზოგადოება
საქართველოს 9 მოქალაქე Wizz air-ისგან დახმარებას ითხოვს

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ცხრა მოქალაქე Wizz air-ისგან ითხოვს, რომ ისინი ავიაკომპანიამ ლარნაკიდან საქართველოში დააბრუნოს.
ერთ-ერთი მგზავრის სალომე შონიას თქმით, ათი ადამიანიდან, რომლებიც ლარნაკა-ქუთაისის რეისით უნდა ჩამოფრენილიყვნენ, საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა. მიზეზი აეროპორტის მხრიდან შესაბამისი პროცედურების შეფერხებაა.
ცხრა მგზავრი ამ დრომდე კვიპროსიდან დაბრუნებას ელოდება. ისინი საკონსულოსაც ვერ უკავშირდებიან.