პოლიტიკა
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ეს გახლავთ როზარია პულისი, რომელმაც ამ თანამდებობაზე იულიამ ლაჰიუ შეცვალა. ის ამ პოსტზე 1 იანვარს დაინიშნა.
2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ცენტრალურ აზიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ლიბიაში, უკრაინაში, კოსოვოში, მოლდოვაში.
2008-2012 წლებში როზარია პულისი ასევე იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პოლიტიკური მრჩეველი.