სამართალი
დაკავება

arrested11სამართალდამცველებმა რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს; კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის არაკანონიერად გაქირავებისთვის, მცდარი ხარჯთაღრიცხვისა და თანხის მითვისებისთვის სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად მუშაობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15:00 საათზე, პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. დაკავებულების ვინაობა და საქმის დეტალები ბრიფინგზე გახდება ცნობილი.