უცხოეთი
კიმ ჩენ ინმა ფხენიანსა და სეულს შორის ცხელი ხაზის გახსნის ბრძანება გასცა

      საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ფხენიანსა და სეულს შორის დიდი ხნის წინ გაუქმებული ცხელი ხაზის გახსნის ბრძანება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადგმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაა.
ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი მიესალმება სამხრეთ კორეის ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ კეთილგანწყობას.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ამ გადაწყვეტილებამდე განცხადებები გაკეთდა სამხრეთ კორეაშიც. ქვეყნის პრეზიდენტი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს განცხადება კიმ ჩენ ინმა 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვის დროს გააკეთა.

1tv.ge