სამართალი
უხუცესთა საბჭოში პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსიის აღარ სჯერათ

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლა მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. მაჩალიკაშვილები ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდებიან.
უხუცესთა საბჭოში პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსიის აღარ სჯერათ. ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო პასუხისმგებლობის აღებას პანკისში უხუცესთა საბჭო ძალოვანი უწყებებისგან ითხოვს.
მე ჩემი ქისტების მჯერა. ვდგავარ იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა დგას. მე ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ კავშირში არ არიან ამ საქმესთან, - განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა.